ლილა გრეისის, ქეით მოსის ქალიშვილის, დებიუტი მოდის კვირეულზე

მიუ-მიუს ჩვენებაზე ლილა გრეისის დებიუტი შედგა. ქეით მოსის და Dazed Magazine-ს თანადამფუძნებლის, ჯეფერსონ ჰაკის შვილი რამდენიმე დღის წინ გახდა 18 წლის.

Photo Credits: Courtesy of Miu Miu

მილანის მოდის კვირეული ვირტუალურად ჩატარდა, რაც არ არის გასაკვირი შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. ამ ყოველივემ მაინც არ შეუშალა ხელი ლილას, რომ ფართო საზოგადოების წინაშე წარმდგარიყო მოდელის სტატუსით. ჩვენება 6 ოქტომბერს ჩატარდა.

Vogue-ის კითხვაზე, თუ ვისთან ისურვებდა ის თანამშრომლობას, მოდელმა განაცხადა, რომ ედვარდ ენინფულთან მუშაობაზე არ იტყოდა უარს, პატ მაკგრათი კი მისთვის ინსპირაციის წყაროა.

Photo Credits: Courtesy of Miu Miu