6 ოქტომბერს ვირჯინია ვიარდმა, შანელის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, უახლესი კოლექცია წარადგინა. ვიარდის მესამე კოლექციაში დიდი ყურადღება დაეთმო ფრანგულ ფილმებს. როგორც ჩანს, ვიარდის ინსპირაციის წყარო სწორედ ფილმები იყო.

ჩვენება დაიწყო Hollywood Hills-ის ხედით, თუმცა ნიშანი შეცვლილი იყო შანელის წარწერით. ვიარდმა რამდენიმე სცენაც კი გაიმეორა ისეთი ფილმებიდან, როგორებიცაა La Piscine, Breathless, A Woman Is a Woman, Contempt და მრავალი სხვა. მოდელებმაც მსახიობების სტილში წარადგინეს კოლექცია, რაც შთამბეჭდავი იყო.
ვიარდმა, რა თქმა უნდა, არ უღალატა ბრენდის ტრადიციას და შანელის ლოგო კვლავ გამოსახული იყო კაბებსა თუ აქსესუარებზე.

