„ბეტმენის“ პრემიერა 2022 წლამდე გადაიდო

„Warner Bros-ის“ ინფორმაციით, „ბეტმენის“ პრემიერა 2021 წლის 1 ოქტომბერს აღარ შედგება. პანდემიისა და არსებული მდგომარეობის გამო, ფილმის პრემიერა 2022 წლის 4 მარტამდე გადაიდო. ფილმში სუპერგმირის როლს მსახიობი რობერტ პატინსონი შეასრულებს, ქალიკატას კი ზოი კრავიცი განასახიერებს.

„Warner Bros-ს“ მხოლოდ „ბეტმენის“ გამოსვლის თარიღი არ შეუცვლია. 2021 წლის 1 ოქტომბერს რეჟისორ დენის ვილენუვეს ფილმი „Dune” გამოვა. სადაც მთავარ როლებს ტიმოთი შალამე და ზენდაია შეასრულებენ. ცნობილი გახდა, ასევე „მატრიცას“ მე-4 ნაწილის გამოსვლის თარიღი. მისი პრემიერა აშშ-ში 2022 წლის 1 აპრილს შედგება.

„ბეტმენთან“ ერთად,  DC-ის კიდევ რამდენიმე კომიქსის გადაღებისა და გამოსვლის თარიღები შეიცვალა. „ფლეშის“  გამოსვლის თარიღი 2022 წლის 4 ნოემბერია. 2023 წლამდე გადაიდო „Shazam! Fury of the Gods-ი”. ხოლო „Black Adam-ის” გამოსვლის თარიღი ჯერ ისევ გაურკვეველია.

ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების მიზეზი კორონა ვირუსია. პირველად „ბეტმენის“ გადაღებები მარტში შეწყდა. მისი გაგრძელებიდან სამ დღეში კი ისევ შეჩერდა, რადგან რობერტ პატინსონს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. საბოლოოდ მისი გადაღებები 17 სექტემბერს განახლდა და შესაბამისად, მისი თარიღიც შეიცვალა.