შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ: გუჩი და The RealReal

ძვირადღირებული ბრენდები ყოველთვის უარს ამბობდნენ, რომ მეორეული ტანსაცმელი გაეყიდათ. მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ბრენდის წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ არავინ ისურვებდა მსგავსი პროდუქციის შეძენას. რამდენიმე წლის წინ გუჩი ალბათ არ დაეთანხმებოდა ამ წინადადებას, თუმცა 2020 წელს ყველაფერი შეიცვალა.

Photo Credits: Corey Tenold

კომპანიას, The RealReal, რომელიც მეორეულ ტანსაცმელს ჰყიდის, 17 მილიონი მომხმარებელი ჰყავს დღესდღეობით. ვარაუდობენ, რომ 2025 წლისთვის კომპანიის ღირებულება 64 მილიარდი დოლარი იქნება (დღეს კომპანიის ღირებულება 28 მილიარდი დოლარია).

კომპანიასთან თანამშრომლობს მრავალი ბრენდი, ახლა კი მათ შორის არის გუჩი. ხელშეკრულება იმითაც გამოირჩევა, რომ The RealReal თითოეულ გაყიდულ პროდუქტზე ხეს დარგავს.

ჯული ვეინრაითმა, The RealReal-ის დამფუძნებელმა, განაცხადა, რომ ეს თანამშრომლობა მდგრადი განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი.