ლუი ვიტონის 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია

1854 წელს დაარსებული ბრენდი, ლუი ვიტონი, მუდმივად ყურადღების ცენტრშია და დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია. ნიკოლა ჟესკიერმა, ბრენდის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, უახლესი კოლექცია ვირტუალურად წარადგინა.

ჩვენება ოფიციალურ კალენდარში ბოლო იყო და სწორედ ამ ბრენდს ერგო პატივი, დაეხურა მოდის კვირეული. ყოველგვარი უსაფრთხოების დაცვით, შოუს ჰყავდა აუდიტორია, თუმცა მაყურებლებს შეეძლოთ, სახლიდანაც ენახათ ღონისძიება.

ნიკოლა ჟესკიერმა განაცხადა, რომ ახალი სეზონი ყველანაირად განსხვავებულია. „შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ყველა ადამიანს უწევს, რომ იფიქროს განსხვავებულად და მოერგოს ახალ რეალობას“ – ასე უპასუხა მან ვოგის შეკითხვას, თუ როგორ ეგუება შექმნილ პირობებს.

All Photo Credits to  Fillippo Fior