პრინცი ჰარის, მეგან მარკლის და მალალა იუსაფზაის ახალი პროექტი

პრინცი ჰარი, მეგან მარკლი და მალალა იუსაფზაი ახალ პროექტს იწყებენ. ამ წამოწყების ფარგლებში ისინი განიხილავენ, თუ რა ეფექტი მოახდინა პანდემიამ ახალგაზრდა ქალებზე.

დისკუსიის ნახვა მალალას ფონდის Youtube არხზეა შესაძლებელი. დისკუსია გოგონების საერთაშორისო დღეს გაიმართა.

თანამშრომლობის ფარგლებში პარტნიორებმა განიხილეს, თუ როგორ შეიცვალა განათლების დონე. მალალა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, დაახლოებით 20 მილიონი გოგონა ვერ დაუბრუნდება სკოლას და ვერ მიიღებს განათლებას პანდემიის დამთავრების შემდეგაც კი.

მალალამ ივნისში დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი და ის შეჩერებას არ აპირებს, მას სურს, დაეხმაროს ქალებს და განსაკუთრებით მისი ასაკის გოგონებს. მსგავსი ინტერესი აქვს მეგან მარკლსაც, რომელმაც 2015 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციაზეც ისაუბრა გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე.