European Discovery-ის ჯილდოსთვის 5 ფილმი იბრძოლებს

ევროპული ფილმის აკადემიამ წარმოადგინა 5 ფილმი, რომლებსაც ექნებათ შანსი მოიპოვონ „European Discovery”-ს ჯილდო. ეს სტატუსი ყოველწლიურად გადაეცამა საუკეთესო ფილმს აკადემიის დაჯილდოების ცერემონიაზე.

წარდგენილი ფილმები დღესდღეობით საკმაო პოპულარობით სარგებლობენ ევროპაში, ერთ-ერთი მათგანია “Instinct”. ფილმი გადაღებულია ჰალინა რეიჯინის მიერ, რომელიც მსახიობობის შემდეგ რეჟისორი გახდა. “Jumbo” შემდეგი ფილმია, რომელიც მორცხვი ქალის სასიყვარულო ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. კანდიდატების სიაშია „Gagarine”, ფილმი, რომელმაც კანის ვირტუალურ ჩვენებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე.

ფილმები ევროპული ფილმის აკადემიის სპეციალურ პლატფორმაზე განთავსდება და 12 დეკემბერს აკადემიის 3800 წევრი გამოავლენს გამარჯვებულს დაჯილდოების ცერემონიაზე.