ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ლუიზ გლუკს გადაეცა

2020 წლის 8 ოქტომბერს ამერიკელმა პოეტმა ლუიზ გლუკმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიიღო „იმ უტყუარი პოეტური ხმისთვის, რომელიც თავის სილამაზესთან ერთად,  ინდივიდუალურ არსებობას უნივერსალურად აქცევს“.

Photo Credits to Sigrid Estrada/AP

პრემიის გამარჯვებული სტოკჰოლმში, შვედეთის აკადემიის მუდმივმა მდივანმა,  მატს მალმა, გამოაცხადა.

ლუიზ გლუკი 1943 წელს დაიბადა და მისი ნაშრომები მოიცავს პოეზიის 12 კრებულსა და ესეების 2 წიგნს. მან 1993 წელს მოიპოვა პულიცერის პრემია  თავისი კრებულის “ The Wild Iris” დამსახურებით.  ასევე, 2016 წელს ბარაკ ობამამ მას გადასცა ეროვნული ჰუმანიტარული ჯილდოს. გლუკი გახდა მე-16 ქალი, ვინც იღებს ნობელის პრემიას ლიტერატურის დარგში. მას გადაეცა 10 მილიონი შვედური კრონა, რაც დაახლოებით 1.1 მილიონი დოლარია.

ნობელის პრემია გასულ წელს მიიღო ორმა მწერალმა: ავსტრიელმა პეტერ ჰანდკემ და პოლონელმა ოლგა ტოკარჩუკმა.