როგორია Margiela-სა და North Face-ის კოლაბორაციის შედეგები

2016 წლის ზაფხულში Vetements-ის კოლაბორაცია არანაკლებ 18 მეგა ბრენდთან, მხოლოდ ერთი კოლექციისთვის, შედგა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სუბურბანული ყოველდღიური ტანსაცმელი მაღალ მოდად აღიარეს. მას შემდეგ უფროდაუფრო მეტი ასეთი კოლაბორაცია გახდა ცნობილი, განსაკუთრებით – ფეხსაცმლის ბრენდებში ( Balenciaga x Crocs, Eckhaus Latta x Ugg).

ამ კვირაში ვიხილეთ Maison Margiela-ისა და  The North Face-ის თანაკვეთა, რომელმაც პრაქტიკულისა და ელეგანტურობის შერწყმა მოახერხა. ეს ყველაფერი ფართოდ გავრცელებული North Face-ის პანელური ქურთუკით დაიწყო, მაგრამ სამოსი უცნაური აღმოჩნდა, რადგან ქურთუკის სახელოების წრიული სილუეტის გამო მისი მომხმარებელი M&M-ს ემსგავსებოდა.

კიდევ ერთი ლუქი, რომელიც უფრო გაბედული ნაბიჯია, მეტად ჰგავს მუხლამდე სიგრძის კაბას, ვიდრე ქურთუკს.

ამ ქურთუკებს ემატება წრიული ზურგჩანთები, რომლებიც დიდი ზომის ფრისბებს წააგავს. ამ კოლაბორაციაში ასევე წარმოდგენილია უზარმაზარი შარფი, რომელიც ერთგვარ, ჯიბეებიან ჟილეტად შეიძლება გადავაქციოთ. და ბოლოს, იდაყვებამდე სიგრძის ხელთათმანები, რომლებიც ცერა თითს დანარჩენი ხელისგან აცალკევებს.