გალ გადოტი კლეოპატრას როლს შეასრულებს

„Wonder Woman”-ის რეჟისორი, პეტი ჯენკინსი, ახალ ფილმს იღებს, რომელშიც მთავარ როლს გალ გადოტი შეასრულებს. ისინი გეგმავენ, რომ კლეოპატრას, ეგვიპტელი დედოფლის, ისეთი თვისებები წარმოაჩინონ, რომლებიც ჯერ არავის უჩვენებია.

Photo Credits to BARRY KING

„Deadline”-ს ინფორმაციის გათვალისწინებით, იდეის ავტორი თავად გალ გადოტია და ის თავადვე იქნება ფილმის პროდიუსერი. ლაეტა კალოგრიდსი სცენარის ავტორი, ჯენკინსის თანაშემწე კი გადოტის მეუღლე, ჯარონ ვარსანო და ჩარლზ როუვენი იქნებიან.

ელიზაბეთ ტეილორის მიერ შესრულებული როლისგან განსხვავებით, ეს ფილმი კლეოპატრას ფემინისტურ მხარეს წარმოაჩენს, გეგმა ასეთია. განცხადება გოგონების საერთაშორისო დღეს გავრცელდა, რაც სიმბოლური იყო.

ჯერჯერობით პროექტის გამოსვლის თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა გადაღებები მალე დაიწყება. 25 დეკემბერს კი გალ გადოტის და ჯენკინსის ახალი ფილმი „Wonder Woman 1984” გამოვა.