2021 წლის შანხაის მოდის კვირეულის საუკეთესო ქუჩის სტილი

მიუხედავად იმისა, რომ პანდემია კვლავ მნიშვნელოვან საფრთხედ რჩება და ამავდროულად, აფერხებს ბევრი ინდუსტრიის გამართულ მუშობას, ლონდონში, მილანსა და პარიზში მოდის კვირეულები მაინც ჩატარდა. მართალია, ფორმატი განსხვავდებოდა ტრადიციული მოდის ჩვენებებისგან და უმეტესად ციფრულად ჩატარდა, თუმცა ინფლუენსერები მაინც დაესწრნენ მოდის კვირეულს. 14 ოქტომბერს კვირეული გაიმართა ჩინეთში, კერძოდ შანხაიში. დეივ ტეიქონმა მოახერხა და გადაიღო საუკეთესოდ ჩაცმული სტუმრები.

 All Photo Credits to Dave Tacon