Billboard-ის მუსიკალური დაჯილდოება და გამარჯვებულთა ახალი სია

პოსტ მელოუნი, ბილი აილიშ, ჰარი სტაილსი, Lizzo, Lil Nas X – გამარჯვებულთა სია ცნობილია. Billboard-ის დაჯილდოება საქართველოს დროით 15 ოქტომბერს დილის 4 საათზე დაიწყო. ცერემონია კელი კლარკსონს მიჰყავდა.

Photo Credits to NBC

დაჯილდოებაზე ემოციური იყო ჯონ ლეჯენდის გამოსვლა, რომლითაც კიდევ ერთხელ, საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა მეუღლეს, კრისი ტეიგენს. წყვილმა რამდენიმე კვირის წინ დაკარგა ახალშობილი ჯეკი.

პოსტ მელოუნმა ცხრა ნომინაციაში გაიმარჯვა. მოიგო დაჯილდოების მთავარი პრიზი და გახდა 2020 წლის საუკეთესო შემსრულებელი. „დარჩით ძლიერები და გაავრცელეთ სიყვარული ყველგან, სადაც წახვალთ“- ასე დაასრულა სიტყვით გამოსვლა მუსიკოსმა.

საუკეთესო ალბომისთვის ჯილდო გადაეცა ბილი აილიშს. “When We All Fall Asleep, Where Do We Go?” მომღერლის სადებიუტო ალბომია. გულშემატკივრების ჩართულობით ორ ნომინაციაში გამოვლინდა გამარჯვებული. ჩარტების ლიდერი გახდა ჰარი სტაილსი, ხოლო საუკეთესო არტისტად, მათ BTS-ი დაასახელეს.

პატივი მიაგეს გარდაცვლილ მუსიკოსებს მათ შორის Juise Wrld, კენი როჯერს და ედი ვან ჰელენს, რომელიც გასულ კვირას კიბოთი გარდაიცვალა.