The Tony Awards: ნომინანტები ცნობილია

2020 წლის ტონის დაჯილდოების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. დაჯილდოებას უმასპინძლებს ჯეიმს მონრო იგლეჰარტი. „ალადინი“ იყო სპექტაკლი, რომლისთვისაც მან 2014 წელს მოიგო „ტონის“ ჯილდო საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში. მონრომ ბროდვეიზე ჯინის როლი შეასრულა.

Tony-ს ნომინაციების კომიტეტმა ნომინანტები უკვე წარადგინა. თავად ცერემონიალის თარიღი კი ჯერ ცნობილი არაა. წყაროების თანახმად ის დეკემბრის პირველ ნახევარში გაიმართება. ჯერ კიდევ უცნობია, როგორ ჩატარდება ცერემონია. მნიშვნელოვან გეგმებზე საუბრისას ორგანიზატორები თავს იკავებენ.

ნომინაციების დასახელებისა და წარდგენის შემდეგ, ბიულეტენები გადაეგზავნათ ე.წ. ამომრჩევლებს. „ტონის დაჯილდოების“ ამომრჩეველთა 850 კაციანი ჯგუფი, წელს უფრო ნაკლები იქნება. ვინაიდან შეკვეცილი სეზონის გამო ამომრჩევლებს არ ქონდათ საკმარისი დრო ყველა სპექტაკლს დასწრებოდნენ.