მარკ ჯეიკობსმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი გაავრცელა

მარკ ჯეიკობსმა ახალი ფილმი გაავრცელა, რომელიც აღწერს მის ცხოვრებას კარანტინის პერიოდში. ფილმის სახელია „A New York Story”, რეჟისორი კი ნიკ ნიუბოლდია, რომელიც მარკ ჯეიკობსის ასისტენტია.

ფილმი გვიჩვენებს, თუ როგორ გაატარა დიზაინერმა დრო იზოლაციაში, მის ექსპერიმენტებს და კრეატიულობას. 24 წუთიანი ფილმი მარკის შესახებ არაერთ ახალ ინფორმაციას უჩვენებს მაყურებელს. ამ პერიოდში მარკის ინსტაგრამი ერთ-ერთ ყველაზე განხილვად გვერდად იქცა.