MOMA თბილისი პრინტის საერთაშორისო ფესტივალს LIFE N STYLE უმასპინძლებს

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ერთი თვის მანძილზე უმასპინძლებს პრინტის საერთაშორისო ფესტივალს „LIFE N STYLE – ირეალური რეალობა“.

ფესტივალის მიზანია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი – ხელით ბეჭდვა, სერიგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, ლინოგრავიურა და ა.შ., წაახალისოს. უკანასკნელი უახლეს პერიოდში მთლიანად ჩაანაცვლა ციფრულმა ბეჭდვამ და ახალმა ტექნოლოგიებმა, რაც სხვადასხვა ტიპის სახელოსნოების დახურვით დასრულდა.

ფესტივალში მონაწილე მხატვრები და კურატორები

ფესტივალის კურატორი: ნანა ყირმელაშვილი

ბრომვერცხლური ბეჭდვა | კურატორი: გურამ წიბახაშვილი

მხატვრები: მარი ათანელი, საბა გორგოძე, ვახტანგ ხეთაგური, გიორგი შენგელია.

სერიგრაფია – აბრეშუმით ბეჭდვა | კურატორი: ნანა ყირმელაშვილი

მხატვრები: მარი ათანელი, ტატო ახალკაციშვილი, ლია ბაგრატიონი, მაკა ბატიაშვილი, ნათია ბენაშვილი, ვახო ბუღაძე, უტა ბექაია, ქეთევან დავლიანიძე, ალექსეი დუბინსკი, ნუცა ესებუა, ანა თელია, თუთუ კილაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, კაკო თოფურია, ლუკა ლასარეიშვილი, გელა პატიაშვილი, თეონა პაიჭაძე, ელენე რაქვიაშვილი, თედო რეხვიაშვილი, სალომე რიგვავა, რომანოზი, ლევან სონღულაშვილი, დავით ქორიძე, დავით ქორქია, ლია შველიძე, ირმა შარიქაძე, მურთაზ შველიძე, მამუკა ცეცხლაძე, კოტე ჯინჭარაძე, კოკა ცხვედიანი, ლუკა ცეცხლაძე, გურამ წიბახაშვილი, გელა წულაძე, რუსუდან ხიზანიშვილი, ლისა ღლონტი.

ოფორტი | კურატორი: ვახტანგ მეგრელიშვილი

მხატვრები: მარი ათანელი, ნინო ესაიაშვილი, მაია ჩიჩუა, ნინო ხვინგია, ვახტანგ მესხი, გიორგი ჟორდანია, ანასტასია კვანჭახაძე, რიტა თეონა პაიჭაძე, ხაჩატურიანი

ბულგარეთი | კურატორი: სტეპან სტროიანოვ

მხატვარი: ლუდმილ გეორგიევ

ესტონეთი – გალერეა სედა არტე | კურატორი: ოლგა ლუბასკინა

მხატვრები: იური არაკ, იური ხორევ,ოლეგ იახნინ /რუსეთი/, რომა სუსტოვ /ბელორუსია/,ვლადისლავ სტანიშევსკი, ვერა სტანიშევსკაია, 

სომხეთი, საფრანგეთი, აშშ, კანადა | კურატორი: მაშა-მარინა იერემიან

მხატვრები: გარენ ბედროსიან, სტეპან ვერანიან, ედგარ შაჰინ, სემ ზუმიან

ესტონეთი – გალერეა ოკაპი | კურატორი: თემური ხვინგია

მხატვარი: რეჯინა-მარეტა სუნსეინ 

ესპანეთი: სანტი დელგადო

ფესტივალი, გარდა ანაბეჭდებისა წარმოადგენს მულტიმედია არტისტებთან კოლაბორაციულ პროექტებს.

პროექტი ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, შემოქმედებითი საქართველოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

გამოფენა დამთვალიერებელს 10:00-18:00 საათებში უმასპინძლებს. პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, საგამოფენო სივრცეში ერთდროულად მხოლოდ 10 ადამიანი დაიშვება. თითოეულმა დამთვალიერებელმა კი უნდა დაიცვას დისტანცია და ატაროს პირბადე.