სელენა – ნეტფლიქსის უახლესი პროექტი

ორი წლის წინ, ნეტფლიქსმა დაანონსა, რომ ისინი გეგმავდნენ, გადაეღოთ სერიალი მომღერლის, სელენა ქვინტანილას შესახებ, სულ მალე კი პრემიერა შედგება. სელენას როლს ქრისტიან სერატოსი ასრულებს. შემქმნელებისთვის მნიშვნელოვანი იყო გამოეყენებინათ არამარტო სელენას მუსიკა, არამედ მისი სტილიც კი, რადგან მომღერალი გამოირჩეოდა ინდივიდუალური და დამახასიათებელი სტილით.

შოუს ავტორი მოისეს ზამორაა და მის ნახვას მაყურებელი 4 დეკემბრიდან შეძლებს. სელენას ცხოვრებას 9 სერია დაეთმობა, თითოეულის ხანგრძლივობა კი 40 წუთი იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ სერიალში როლებს მომღერალთან დაახლოებული პირები ასრულებენ. რეჟისორს ამ პროექტის შექმნაში სელენას ოჯახიც ეხმარებოდა.