3 მილიარდ დოლარიანი ტერიტორია ცათამბჯენისთვის

ცათამბჯენი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მიწის ნაკვეთზე აშენდება. შენობისთვის 3 მილიარდად შეფასებული მიწის ნაკვეთი შეირჩა. ჰონგ-კონგის   36 სართულიანი ცათამბჯენის დიზაინი სექტემბერში გამოაქვეყნა ფირმამ- Zaha Hadid Architect. ცათამბჯენის დიზაინი ეკუთვნის პატრიკ შუმახერს, რომელიც კომპანიას 2016 წლიდან, ზაზა ჰადიდის გარდაცვალების შემდეგ ჩაუდგა სათავეში.

 

ცათამბჯენის ვიზუალი შთაგონებულია ყვავილით, კერძოდ ბაუჰინით. ეს ყვავილი გამოსახულია ჰონგ-კონგის დროშაზეც, 1997 წლიდან, როდესაც ბრიტანეთმა ტერიტორია დაუბრუნა ჩინეთს.

ცათამბჯენი იმ ერთეულ შენობათა რიგს შეუერთდება, რომელთაც მრუდე მინის ფასადი ექნება და ხედი ჰონგ-კონგის ცენტრალური უბანზე. კოშკის ტერასაზე იქნება ე.წ ცის ბაღი, გამწვანებით, რომელიც დიზაინერის თქმით, ჰაერის ბიოლოგიური გამწმენდი იქნება.