სარა ბარტონი „ალექსანდრ მაკქუინის“ ისტორიასა და მომავალზე

„Vogue Forces of Fashion“ კონფერენციაა, რომელიც ყოველწლიურად ოქტომბერში ტარდება, წელს პანდემიის გამო ღონისძიება ერთი თვით გადაიდო და ის 16-17 ნოემბერს ჩატარდა. ამ კონფერენციაზე მოდის ინდუსტრიის გამორჩეული წარმომადგენლები მოდასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს განიხილავენ. 2020 წელს ეს კონფერენცია ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა.

ღონისძიების წევრები წელს იქნებიან: დენიელ ლი, ანა ვინტური, ჯონათან ანდერსონი, სარა ბარტონი, ლიზო, ალბერ ელბაზი და მრავალი სხვა.

სარა ბარტონმა ალექსანდ მაკქუინის ბრენდის სახელით არაერთი კოლექცია წარადგინა. ინგლისელი დიზაინერი ბრენდის შემოქმედებით ხელმძღვანელად 2010 წელს დასახელდა. ის გარდაცვლილი დიზაინერის, ალექსანდრ მაკქუინის პირადი ასისტენტი იყო. შესაბამისად, მან ბევრი რამ იცის ბრენდის ისტორიის შესახებ და როგორც შემოქმედებით ხელმძღვანელს მომავალზე საუბარიც შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ დიზაინერი იშვიათად თანხმდება ინტერვიუებზე. სარა მოვერთან საუბარი კი 25 წუთს გაგრძელდა. ის იხსენებს, რომ როდესაც პირველად დაიწყო მუშაობა ბრენდში, ვიზიტორები არ იყვნენ შეზღუდულნი, რომ დასწრებოდნენ კოლექციის შექმნის პროცესს. „ეს იყო ადგილი ყველასთვის, რომ ენახათ, თუ როგორ ვქმნიდით კოლექციას“, – ამბობს ბარტონი. სარამ ასევე აღნიშნა, რომ ხშირად აწყობს ტურებს ასისტენტებთან ერთად, რადგან სურს, მათ შორის კავშირი კიდევ უფრო გაიზარდოს და მათი კოლაბორაცია წარმატებული აღმოჩნდეს.

სარა ბარტონი ფიქრობს, რომ კვლავ შეუძლია, ალექსანდრ მაკქუინის იდეებისა და სიმბოლოების გამოყენება იმისთვის, რომ ბრენდს წარმატება მოუტანოს.