მერილ სტრიპის უახლესი ფილმი „Let Them All Talk“

გასულ წელს მაყურებელმა მერილ სტრიპის მონაწილეობით არაერთი ფილმი იხილა, თუმცა, ბუნებრივია, მის ახალ ფილმებს მუდმივად დიდი ყურადღება ეთმობა.

Photo Credits to HBO Max

HBO-ზე მაყურებელი მომავალ თვეში იხილავს მსახიობის ახალ ფილმს „Let Them All Talk“. ფილმში მერილი თამაშობს მწერლის როლს, რომელიც შვებულებაში მიდის ორ საუკეთესო მეგობართან და ძმისშვილთან ერთად. ისინი არდადეგების სასიამოვნოდ გატარებას გეგმავენ, თუმცა, ეს ასე არ მოხდება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფილმის გადაღება სულ რამდენიმე კვირა მიმდინარეობდა. რეჟისორმა კი შეითავსა ოპერატორის როლიც. დიალოგების უმეტესობა თავად სოდერბერგის იმპროვიზაციით შექმნა, რადგან, მისი აზრით, ორიგინალ სცენარს ეს ყოველივე სჭირდებოდა.