ახალი ფერადი სკულპტურა პარიზში

პარიზის ცენტრში ახალი ქმნილება მორაგ მაიერსქოფმა, ლონდონელი წარმოშობის ხელოვანმა შექმნა. ახალი სკულპტურის სახელწოდებაა „A NEW NOW“, ის 8 მეტრი სიმაღლისაა და წარმოადგენს ხელოვანის პირველ საჯარო პასუხს დღევანდელი ვითარების მიმართ.

„A NEW NOW“ სამი კვირის განმავლობაში იქმნებოდა და იგი წამოადგენს ქაოტურ ფიგურებს, ხოლო ნეონი მას ღამითაც კი შესამჩნევს ხდის. ამ ქმნილებით ავტორს სურს გამვლელები პოზიტივით აღავსოს მომავლის მიმართ.

ლონდონში დაბადებული მაიერსქოფი აღფრთოვანებულია იმით, თუ როგორ შეუძლია ფერს, სიტყვებს, დიზაინს შეცვალოს ურბანული გარემო, სივრცის აღქმა და ადგილის შეგრძნება.

მიუხედავად პანდემიისა და შეზღუდვებისა, „A NEW NOW“ ქმნის სტიმულს და ფერადოვნებას ქალაქის ცენტრში, სენტ-მერის პატარა მოედანზე. სკულპტურის ნახვა 2020 წლის დეკემბრამდე შეეძლებათ მნახველებს.