Variety-ს 2020 წლის რეკომენდაცია

ჟურნალი არ არღვევს ტრადიციას და 2020 წელსაც გვთავაზობს მსახიობების ათეულს, რომელთაც თვალყური უნდა ვადევნოთ. 1998 წლიდან მოყოლებული, ჟურნალმა მსგავს რუბრიკაში დაასახელა 35 ისეთი მსახიობი, რომელმაც ან ოსკარი მოიპოვა ან ჯილდოზე იყო ნომინირებული. ამ რუბრიკაში დასახელებულთა შორის იყვნენ ვაიოლა დევისი, მელისა ლეო, ოქტავია სპენსერი და მრავალი სხვა. შესაბამისად, მათი რეკომენდაცია ყოველწლიურად დიდ ყურადღებას იპყრობს.

ფოტო: Variety

სტივენ გაიდოსი, Variety-ს წარმომადგენელი, აცხადებს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, დაეხმარონ დამწყებ მსახიობებს და ამავდროულად, ტრადიცია გააგრძელონ.

რაც შეეხება მსახიობთა ათეულს, ის ასე გამოიყურება:

  • მარია ბაკალოვა – მან პოპულარულობა ფილმში „Borat“ მონაწილეობის გამო მოიპოვა.
  • ტიფანი ბუნი – მსახიობი მონაწილეობდა ფილმ „Hunter“-სა და სერიალში „Little Fires Everywhere“. ის როლს ჯორჯ კლუნის ფილმშიც „The Midnight Sky“ შეასრულებს.
  • როსი მაკივენი – ფილმში „The Alienist: Angel of Darkness“ მონაწილეობის შემდეგ, მსახიობი ამანდა რეინოლდსის ნოველის მიხედვით გადაღებულ სერიალში „Close To Me“ შეასრულებს როლს.
  • დომინიკ ფიშბექი – მსახიობი და დრამატურგი მონაწილეობას იღებდა ფილმებში „The Hate U Give“ და „Show Me a Hero“. მაყურებელი მის ნახვას კიდევ ერთ ფილმში „Judas and the Black Messiah“ შეძლებს.
  • ალდის ჰუჯი – ფილმების „Clemency“ და „The Invisible Man“ შემდეგ, ის ჯიმ ბრაუნის როლს შეასრულებს ფილმში „One Night in Miami“.
  • ჯეიმი ლოუსონი – მსახიობის დებიუტი ფილმში „Farewell Amor“ შედგა, ახლა კი ის მონაწილეობას მიიღებს ფილმში „The Batman“.
  • ჯონათან მეიჯორსი – მსახიობმა მონაწილეობა მიიღო HBO-ს პროექტში „Lovecraft Country“. მაყურებელმა ის ასევე იხილა ფილმში „Da 5 Bloods“.
  • პოლ მესკალი – ემიზე ნომინირებული მსახიობი მონაწილეობას მიიღებს ფილმებში „The Lost Daughter“ და „Carmen“.
  • ტომ პელფრი – სერიალ „Ozark“-ის მესამე სეზონში მონაწილეობის შემდეგ, ის ფილმში „Mank“ შეასრულებს როლს.
  • ჰელენა ზენგელი – გერმანელი მსახიობი ფილმში „System Crasher“ მონაწილეობით გახდა პოპულარული. მისი ამერიკული დებიუტი კი ფილმში „News of the World“ შედგება და მას პარტნიორობას ტომ ჰენქსი გაუწევს.