ტომი და ჯერი – ანიმაციისა და Live Action-ის ჰიბრიდი

Warner Bros სასიამოვნო სიახლეს ავრცელებს. ისინი მალე ანიმაციისა და ცოცხალი მოქმედების ჰიბრიდის ფილმს გამოუშვებენ, რომელშიც მონაწილეობას ყველასთვის ცნობილი კატა და თაგვი, ტომი და ჯერი მიიღებენ. ანიმაციის დებიუტი 1940 წელს შედგა, ხოლო 1965 წლიდან მან ყოველდღიური დროც მოიპოვა ტელევიზიაში.

კომპანიამ გასულ წელს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფილმში ტომი და ჯერის ახალი თავგადასავალი იქნება ნაჩვენები. სცენარი კევინ კოსტელოს ეკუთვნის. როგორც ჩანს, გრაფიკოსები მცირედ ცვლილებებსაც წარმოგვიდგენენ. ფილმის გამოსვლის სავარაუდო თარიღი კი 2021 წლის 5 მარტია.