დოლი პარტონი ყოველთვის გამოირჩევა მისი ქველმოქმედებით. კორონავირუსის ვაქცინა 95%-ით ეფექტურია, მის შექმნაში ქანთრის მომღერლის წვლილი აუცილებლად საყურადღებოა.

ჟურნალმა „The New England Journal of Medicine“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ჩანს დოლი პარტონის კვლევის ფონდი წამყვანია ქველმოქმედებს შორის. აღსანიშნავია, რომ ქანთრის მომღერალმა რამდენიმე თვის წინ 1 მილიონი დოლარი გადარიცხა ტენესის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, რომელიც ინფექციებს იკვლევს.
დოლი პარტონმა ინსტაგრამის საშუალებით განაცხადა, რომ ის არამარტო თავად ცდილობს, შეაგროვოს საჭირო რესურსები, არამედ სხვებსაც მოუწოდებს, გადარიცხონ თანხა და შეიტანონ წვლილი ამ საქმეში.