კვენტინ ტარანტინოს რომანი „ერთხელ ჰოლივუდში“ 2021 წელს გამოიცემა

ჯერ კიდევ 2020წლის აპრილში, კვენტინ ტარანტინომ განაცხადა, რომ იგი ბევრს ფიქრობდა ახალ რომანზე, რომელიც დაფუძვნებული იქნებოდა მის ოსკარზე ნომინირებულ ფილმზე „ერთხელ ჰოლივუდში“. სწორედ ამ დღეებში გახდა ცნობილი, რომ აღნიშნული რომანი 2021წლის ივნისში გამოიცემა.

რომანი, როგორც ავტორი აღნიშნავს, მისი ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ სიუჟეტს უფრო მრავალფეროვანს ხდის. ფილმი 2019 წელს გამოვიდა და მასში ლეონარდო დიკაპრიო და ბრედ პიტი თამაშობენ.

კვენტინ ტარანტინო თავის განცხადებაში ასევე დასძენს, რომ „ერთხელ ჰოლივუდში“ მისთვის ძალიან საამაყოა და მოხარულია, რომ წვლილი შეაქვს ხშირად მარგინალიზებულ ლიტერატურის ქვეჟანრში.

ტარანტინომ ასევე განაცხადა, რომ რომანთან ერთად ქმნის წიგნს „კინო სპეკულაცია“, რომელიც ფართოდ განიხილავს 1970-იანი წლების ფილმებს, ასევე ავტორის პირად შემოქმედებას.