სარა მარტინსენი, მდგრადი წარმოების წასახალისებლად, ბოჭკოვანი მცენარეების „ბიბლიოთეკას“ ქმნის

დანიელი დიზაინერი სარა მარტინსენი არქიტექტურისა და დიზაინის სამყაროში ბოჭკოვანი მცენარეების ვრცელ პოტენციალს სწავლობს. ის ერთი წლის განმავლობაში აშენებდა ბოჭკოვანი მცენარეებისთვის არქივს და მათ შესაძლო გამოყენებას სწავლობდა.

შედეგად კი მივიღეთ Phytophilia – გამოფენა, რომელზეც 20-ზე მეტი სხვადასხვა სახის ბოჭკოვანი მასალაა წარმოდგენილი. მათ შორისაა: ბამბუკი, სიზალი, კაპოკი, წყლის სუმბული.

„ამ პროცესმა შეცვალა ჩემი ხედვა ბუნებასთან და იმასთან დაკავშირებით, როგორ მოველით დიზაინერები და მომხმარებლები ბუნებისგან რაღაცის მიღებას“,- აღნიშნა მარტინსენმა „Dezeen“ – თან საუბრისას. -„ყველა სახეობას რაღაც როლი აქვს, სხვა მხრივ, ისინი აქ არ იქნებოდნენ. მაგრამ თუ ადამიანები ვერ შევძლებთ, ისინი რაიმე ფორმით გამოსადეგ მასალებად ვაქციოთ, ჩვენ მათ როლსა და არსებობის მიზეზს (raison d’être) უგულებელვყოფთ.“