ბეტმენის პირველი კომიქსი 1.5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა

თანამედროვე სამყაროში კომიქსები დიდი პოპულარობით სარგებლობს. ხუთშაბათს აუქციონი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც კომიქსი აუქციონზე 1.5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ამიერიდან ეს იქნება ყველაზე ძვირადღირებული კომიქსი, რომელშიც ბეტმენი მონაწილეობს.

აუქციონამდე ყველაზე ძვირადღირებული კომიქსის სტატუსი 1939 წელს შექმნილ დეტექტიურ ნაშრომს ჰქონდა, რომელიც 1.075 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა 10 წლის წინ. აუქციონის ვიცე პრეზიდენტმა, ბარი სანდოველმა განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი არ იყო ეს ფაქტი, რადგან ეს ასლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომიქსისაა. არტისტმა ბობ კინმა და მწერალმა ბილ ფინგერმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, როდესაც ეს კომიქსი წარუდგინეს საზოგადოებას.