ანჯელინა ჯოლი ბიოგრაფიულ ფილმის რეჟისორობას დათანხმდა

ფილმის გადაღებას ლეგენდარულ ბრიტანელ ომის ფოტოგრაფზე აპირებენ ტომ ჰარდი და დინ ბეიკერი. ანჯელინა ჯოლიმ უკვე მოაწერა ხელი ფილმ „უგუნური ქცევის“ რეჟისორობაზე. ფილმი ფოტოგრაფ დონ მაკქალინის ავტობიოგრაფიის საფუძველზე შეიქმნება.

Photo Credits to Mike Marsland/WireImage

Hardy Son & Baker გადაიღებს ფილმს, პროდიუსერები ტომ ჰარდი და დინ ბეიკერი არიან. სცენარს BAFTA-ზე ნომინირებული სცენარისტი, გრეგორი ბურკი წერს. ავტობიოგრაფიის ადაპტაცია ომის ცნობილ ბრიტანელ ფოტოგრაფზეა.

2012 წელს გამოვიდა ავტობიოგრაფიული ფილმი სახელწოდებით McCullin. რომლის რეჟისორებიც იყვნენ დევიდ მორისი და ჯაკი მორისი. ის იღებდა გაჭირვებაში მცხოვრებ, ომისა თუ სხვა უბედურებების მსხვერპლ ადამიანებს.

ფოტოგრაფი იმყოფებოდა კამბოჯაშიც და ამ გადმოსახედიდან შეაფასა ანჯელინას ფილმი: „ანჯელინას ბოლო ფილმმა კამბოჯას შესახებ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როგორ შეძლო მან ასეთი ზუსტი გადმოცემა. მე ვგრძნობ რომ, პროფესიონალის ხელში ვარ.“