სტუდენტებმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ასარიდებლად  „ქორწილი“ დაგეგმეს

კორონავირუსის პანდემიას არაერთი შეზღუდვა მოჰყვა. დღეს ადამიანებს ბევრგან ეკრძალებათ შეკრება ან წვეულების გამართვა. გასულ თვეში ოფიციალურად დადასტურდა, რომ ფილმის „Matrix“ რეჟისორებმა, ლანა და ლილი ვაჩოვსკებმა გადაღებები მოიმიზეზეს იმისთვის, რომ წვეულება მოეწყოთ. მათ ასე აარიდეს თავი შეზღუდვებს და 200 ადამიანი დაესწრო ამ ღონისძიებას.

ავსტრალიაში კი სტუდენტებმა ფიქციური ქორწილი დაგეგმეს, რათა წვეულების სტუმრების სია 30-დან  150 ადამიანამდე გაზრდა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან ეცადნენ, მოეხერხებინათ წვეულების ჩატარება, ერთ-ერთი მათგანის მშობელმა მათი იდეა ჩაშალა.

ზემოხსენებული დარღვევები ამერიკასა და განსაკუთრებით, ლოს ანჯელესში, ძალიან ხშირია. ინფლუენსერები ხშირად ყურადღებას არ აქცევენ შეზღუდვებს და წესებს. სექტემბერში მსგავსი რამ ბილი აილიშმა ჩაიდინა, რომელმაც საჯაროდ მოუწოდა ხალხს, დასწრებოდნენ მსგავსს ღონისძიებებს. არიანა გრანდემაც არაკანონიერი წვეულება მოაწყო მისი უახლესი ალბომის გამოშვების აღსანიშნავად.