დანია ოსკარზე ფილმს „Another Round“ წარადგენს

ოსკარის გრანდიოზული დაჯილდოება ყოველთვის დიდ ყურადღებას იქცევს. რიგით 93-ე ღონისძიების ნომინანტები 2021 წლის 13 მარტს დასახელდებიან, გამარჯვებულების შესახებ კი მაყურებელი 2021 წლის 25 აპრილს გაიგებს. დანიამ ტომას ვინტერბერგის ნამუშევარი „Another Round“ აირჩია, როგორც ქვეყნის წარმომადგენელი ფილმი ოსკარის დაჯილდოებაზე. ფილმში მონაწილეობას იღებს მედს მიკელსონი.

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც წესებს ნაკლებად ემორჩილებიან. ტორონტოსა და სან სებასტიანის ფესტივალებზე ფილმმა დიდი ყურადღება მიიქცია და კანის კინოფესტივალისთვისაც აირჩიეს. დანიაში ფილმის ბილეთები შეიძინა დაახლოებით 750,000 ადამიანმა, რითიც ნამუშევარმა წლის რეკორდი დაამყარა.

ფილმი 2020 წლის ევროპული ფილმების დაჯილდოებაზეც განიხილება ნომინაციებში, კერძოდ, საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო სცენარი და საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში მიკელსონიც იბრძოლებს.