Apple-ის დრამაში „გედის სიმღერა“ მაჰერშალა ალის გლენ კლოუზი შეუერთდება

გლენ კლოუზი მაჰერშალა ალის, ნაომი ჰარისსა და ავკვაფინას შეუერთდება. ფილმის სიუჟეტის შესახებ ინფორმაცია საკმაოდ მწირია, თუმცა, სტუდიის განცხადებით, ფილმში მოქმედება ახლო მომავალში ხდება და წარმოგვიდგენს, რამდენად შორს შეუძლიათ ადამიანებს წასვლა და რამდენად დიდ მსხვერპლს გაიღებენ საყვარელი ადამიანებისთვის უკეთესი გარემოს შესაქმნელად.

ფილმში ავკვაფინა ქეითის, კამერონის ახლო მეგობრის როლს ასრულებს, თავად კამერონის როლში კი ალი გვევლინება. ჰარისს, სავარაუდოდ, კამერონის ცოლის როლში შევხვდებით.

პროექტის ავტორი და რეჟისორი ბენჯამინ ქლეარია, პროდიუსერები – ადამ შულმანი და ჯეიკობ პერლინი.