ლედი გაგა ბრედ პიტთან ერთად ფილმში მიიღებს მონაწილეობას

მაყურებელი კვლავ იხილავს ლედი გაგას ეკრანებზე. ის კინოინდუსტრიას პირველად დაუბრუნდება 2018 წლის შემდეგ. „A Star Is Born“ მისთვის ძალიან წარმატებული ფილმი აღმოჩნდა, ფილმისთვის დაწერილი მუსიკით მან ოსკარის ჯილდოც კი მოიპოვა.

Image via IMDB

რაც შეეხება ახალ ფილმს, მისი სახელია „Bullet Train“. ლედი გაგას პარტნიორობას ფილმში ბრედ პიტი გაუწევს, რეჟისორი კი დეივიდ ლეიტჩი იქნება. ლეიტჩის გადაღებული აქვს ისეთი ფილმები, როგორებიცაა Atomic Blonde, Deadpool 2, Fast & Furious Presents: Hobbs & Shaw.

ფილმი დაფუძნებულია იაპონურ ნოველაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ლედი გაგა ამჯერად მთავარ როლში არ იქნება. გადაღებები უკვე დაწყებულია, თუმცა ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.