
ამინდი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ის გავლენას ახდენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებსა თუ ქცევებზე. წარმოგიდგენთ რამდენიმე არტისტს, რომელთათვის ამინდი შთაგონების წყაროდ იქცა.
ამინდის პროექტი – ოლაფურ ელიასონი

2003 წელს ოლაფურ ელიასონმა ტეიტ მოდერნის დარბაზის ინტერიერი შეცვალა. ამ შემთხვევაში მზეს და ცას მიენიჭა უპირატესობა და გალერეა გადაიქცა ნარინჯისფერ ზონად. ამავდროულად, ღრუბლებიც იყო წარმოდგენილი, რის გამოც სანახაობა ძალიან რეალისტური იყო მნახველისთვის.
Blind Light – ენტონი გორმლი

ბრიტანელმა არტისტმა, ენტონი გორმლიმ დაინტერესებულ პირებს შესთავაზა პროექტი, რომელიც მისთვის წარმოადგენს „მთის მწვერვალსა ან ზღვის ფსკერზე ყოფნის ექვივალენტს“. მან აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ადამიანებს ორივე მხრიდან ენახათ მისი პროექტი, სწორედ ამიტომ მისი ნამუშევარი ორიენტაციას მოკლებულია.
ნიმბუსი – ბერნადნაუტ სმილდი

არტისტი, ბერნადნაუტ სმილდი, ამსტერდამში მოღვაწეობს. მისი ნამუშევარი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე, რადგან ცა უცებ სხვადასხვა ლოკაციაზე „მოძრაობს“. მან ნამუშევარი მრავალ ისტორიულ ადგილას, ღია თუ მიწისქვეშ სივრცეებში წარადგინა. პერფორმანსი მხოლოდ 10 წამს გრძელდება და ფოტო არის ის, რაც რჩება.
თოვლი – თოკუჯინ იოშიოკა

15 მეტრიანი ნამუშევარი იმდენად რეალურია, რომ მნახველებზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს. არტისტმა ასობით კილოგრამი ბუმბული გამოიყენა იმისთვის, რომ თოვლის შტორმის რეალური ილუზია შეექმნა.