წინანდლის 2020 წლის პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ

ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის“ 2020 წლის ლაურეატები მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე 24 ნომინანტს შორის გამოვლინდა. ლაურეატებს „2020 წლის წინანდლის პრემია“ მიენიჭათ 8 დარგში.

თეატრალური ხელოვნება: რეჟისორი დავით თურქიაშვილი, სპეკტაკლით -„უხერხემლო“ (შ. დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრი)

კინოხელოვნება: კინორეჟისორები საბა ქარელი და მირიან ორაგველიძე, მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმით – ,,მამის პორტრეტი ინტერიერში“

მუსიკალური ხელოვნება: ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ანუშკა ჩხეიძე, სადებიუტო ალბომით – „Halfie“ (CES Records)

მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): გიორგი შონია პოეტი, პოეტური კრებული – ,,რობოტების ყვავილები“ (გამომცემლობა ინტელექტი 2020 წ.)

მხატვრული ლიტერატურა (პროზა): მწერალი ივა ფეზუაშვილი, რომანით – „ბუნკერი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“ 2020 წ.)

ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: მოლეკულური ბიოლოგი ცოტნე ჩიტიაშვილი, ნაშრომით – „ცილების ნაკრები განაპირობებს Xist არამაკოდირებელი რნმ-ის ლოკალიზაციას ბირთვში და გენების ინაქტივაციას“ (ჟურნალი „Nature“)

სახვითი ხელოვნება: არტისტი შოთიკო აფციაური , ინსტალაციით – ,,ტყის ჭრა, ტაძრის შენება“

ჰუმანიტარული მეცნიერებები: ისტორიკოსი ნიკა ხოფერია, ნაშრომით – „გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია“ II ტ. (გამომცემლობა ,,არტანუჯი” 2019 წ.).

„წინანდლის პრემიის“ ლაურეატებს დიპლომები, 4000 ლარიანი ფულადი პრემია და სპეციალური პრიზები გადაეცემათ. „წინანდლის პრემია 2020“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანი ახალგაზრდებში ხელოვნებისა და მეცნიერებების პოპულარიზაციაა.