
კორონავირუსის პანდემიამ არაერთი შეზღუდვა წარმოქმნა. თუმცა, შექმნილი სიტუაცია არტისტების კრეატიულობაზე ნაკლებად აისახება, რადგან მათ შეუძლიათ, რომ სახლიდან გააგრძელონ კრეატიული ნამუშევრების შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ქარგვას დიდი დრო სჭირდება, მიღებული შედეგი ყველასთვის შთამბეჭდავია. სტატიაში წარმოგიდგენთ 2020 წლის საუკეთესო ნამუშევრებს.
ჯურა გრიკის ნამუშევარი

არტისტი ლიეტუვაში მოღვაწეობს და როგორც აღნიშნავს, მისთვის ინსპირაციის წყარო მის სახლთან მდებარე ტყეები იყო. მისი თქმით, არასდროს ფიქრობს, რომ დროს არაპროდუქტიულად ხარჯავს, პირიქით ის სიამოვნებას იღებს ქარგვით.
SEW Beautiful ნამუშევარი

დიდ ბრიტანეთში მოღვაწე არტისტი 3D ნამუშევრებზე მუშაობს და სწორედ ამიტომ გახდა პოპულარული. მის მიერ შექმნილი ნიმუშები ძალიან რეალისტურია და ვიზუალურად ძალიან ლამაზი.
ჯორჯ ემერის ნამუშევარი

ბრიტანელმა არტისტმა ჯორჯ ემერიმ რეალისტური პეპლები შექმნა. ნამუშევარი ძირითადად სტაფილოსფერ, წითელ და თეთრ ფერებშია.
ლუდმილა პერევალოვას ნამუშევარი

ძალიან ბევრი ადამიანი იმპრესიონიზმით არის გატაცებული და ეს დღემდე გრძელდება. ლუდმილა პერევალოვაც მათ შორისაა, მისთვის ინსპირაციის წყარო მე-19 საუკუნე იყო, როდესაც ამ ნამუშევარს ჰქმნიდა.
Desert Eclipse Studio-ს ნამუშევარი

ეს ნამუშევარი სტუდიის არტისტს, მარიას ეკუთვნის, რომელიც გამოირჩევა მისი რეალისტურობით და უცხო სტილის შერჩევით.
ვიქტორია როუზ რიჩარდსის ნამუშევარი

არტისტმა შედეგის მისაღწევად არაერთი ტექნიკა გამოიყენა და დიდი დრო დახარჯა ამ ნამუშევრის შესაქმნელად. მისი ინსპირაციის წყარო კი ინგლისი და მისი მშობლიური მხარე იყო.