ჯერ ისევ უცნობია რა სახით ჩატარდება ოსკარის ცერემონია

კოვიდ-19-ის გამო აკადემიას და ABC-ის არ შეუძლია თავდაჯერებულად შეადგინოს მომავალი კვირის გეგმა, მით უფრო, მთელი წლის. ოფიციალური გადაწყვეტილება, თუ რა სახით ჩატარდება ოსკარის როგით 93-ე დაჯილდოება უცნობია. 

ცერემონია ერთხელ უკვე გადაიდო და მისი გამართვის ოფიციალურ თარიღად 2021 წლის 25 აპრილი დასახელდა. ლოს-ანჯელესში ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს, სწორედ ამის გამო, ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი ცერემონიის ჩატარების  ფორმატი.

ოსკარების ცერემონიალი 2002 წლიდან დოლბის თეატრში იმართება. ახლა კი პროდიუსერთა ვინაობაც არ არის ცნობილი. შესაბამისად, ოსკარის დაჯილდოება ვირტუალურად ჩატარდება თუ კვლავ დოლბის თეატრში უცნობია.