ჯულიანა მარგულისი „დილის შოუს“ მე-2 სეზონში მონაწილეობს

ჯულიანა მარგულისი სერიალში „The Morning Show“ UBA News- ის წამყვანის, ლორას პიტერსონის როლს შეასრულებს.

ის უერთდება ვარსკვლავურ სამსახიობო გუნდს. სერიალში მონაწილეობენ ჯენიფერ ენისტონი, რიზ უიზერსპუნი, ასევე ბილი კლუდაპსი, მარკ დუპლასი და სხვები.

მარგულისი კრიტიკოსების მიერ აღიარებული ერთ-ერთი სატელევიზიო მსახიობია. იგი ნომინირებული იყო ემის 10 ნომინაციაზე და ოქროს გლობუსის 12 პრემიაზე. მანვე მოიგო ჯილდო საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში დრამაში „კარგი ცოლი“.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერიალის ახალ სეზონს უერთდებიან გრეტა ლი, რუაირი ო’კონორი და ჰასან მინჰაჯი.

სერიალის პირველი სეზონი 2019 წელს გამოვიდა. ჯენიფერ ენისტონი და რიზ უიზერსპუნი წამყვანების როლს ასრულებენ. სერიალი ნომინირებული იყო ემისა და ოქროს გლობუსის პრემიაზე. კრუდაპმა მოიგო ემი დრამაში საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობისთვის.