Netflix-მა დევიდ ფინჩერის “მანკი” გამოუშვა

Photo Credits to Netflix

ამერიკულმა სტრიმინგ-პლატფორმა Netflix-მა დევიდ ფინჩერის ახალი ბიოგრაფიული დრამა “მანკი” საიტზე განათავსა. ფილმი ერთ-ერთ საუკეთესო კინონამუშევრად აღიარებული “მოქალაქე კეინის” შექმნის ისტორიას გვიამბობს, თუმცა მთავარ პერსონაჟად არა რეჟისორი ორსონ უელსი, არამედ სცენარისტი ჰერმან მანკიევიჩი გვევლინება.

მანკიევიჩის როლს ოსკაროსანი მსახიობი გარი ოლდმენი ასრულებს, მეორეხარისხოვან პერსონაჟებს კი ამანდა სეიფრიდი და ლილი კოლინზი განასახიერებენ.

ფინჩერის შავ-თეთრ ფილმს გამოცემა „Guardian“ ოსკარის აღებას უწინასწარმეტყველებს საუკეთესო სურათისათვის.