2020 წლის უჩვეულო კორპორატიული დღესასწაული

Photo Credits to Mokshini

კორონავირუსის პანდემია დღესასწაულებსაც შეეხო, თუმცა ონლაინ პლატფორმების საშუალებით ადამიანები კვლავ უკავშირდებიან ერთმანეთს და შესაფერის განწყობას იქმნიან.

18 დეკემბრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, მედიის სტუდია „Consultancy Media” ახალ პროექტს იწყებს, რომელიც კრეატიულ ადამიანებს ძალიან დააინტერესებთ. ნინა ვასანმა, იდეის ავტორმა, განაცხადა, რომ პანდემიის პირობებში აუცილებელია მსგავსი ივენთების მოწყობა, რათა ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობაზე არ აისახოს ეს მდგომარეობა. კომპანიების „Spotify”, “Pandora”, “Linkedin” თანამშრომლები ჩართულნი არიან ამ პროექტში და ისინიც მიიღებენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვირტუალური შეჯიბრებიც მოეწყობა, მაგალითად „Feminist Treat Box”. ეს ყოველივე ხაზს გაუსვამს საკითხის აქტუალურობას. პროექტში მონაწილეობას სავარაუდოდ კამალა ჰარისიც მიიღებს.

პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათთვის ადვილი არ არის, ასეთ პირობებში იმუშავონ, თუმცა ისინი ცდილობენ, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს, ეს კი ნამდვილად ჩანს. მათი წყალობით თანამშრომლებს ექნებათ საშუალება, რომ ახალ წელს კვლავ ერთად შეხვდნენ.

 

Photo Credits to Mokshini