„Droog“ ახალ პირბადეებს წარმოგვიდგენს

დანიელი დიზაინერის პლატფორმამ – „Droog“ წარმოგვიდგინა ნიღაბი – Le Freak, რომელიც ადამიანების შინაგან სამყაროს ფერადი ფრენჩების გამოყენებით გამოხატავს.

ივ კრავტმა, რომელიც თანამშრომლობს „Droog“ -თან, შექმნა ნიღბის დიზაინი, რომელიც ონლაინ მაღაზიაში იყიდება და რომლის შთაგონებაც ბაზარზე არსებული სახის სხვა ნიღბების უფერულობა  იყო.

პანდემიის ამ პერიოდში, როდესაც ბევრ ქვეყანაში პირბადის ტარება, ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდების მიზნით, სავალდებულოა, კრავტს უნდოდა, რომ შეექმნა დიზაინი, რომელიც ხალისს შეჰმატებდა როგორც ნიღბის მტარებელს, ასევე ხალხს მის გარშემო.

„მაშინებდა გამოხატვის დანაკლისი, სტილის დანაკლისი,“- ამბობს კრავტი Dezeen-თან ინტერვიუში.

პირბადეზე დეტალების დამატებით დიზაინერმა ნიღაბს განსაკუთრებული სტილი შესძინა. ისინი ჩვენს გონებაში ბევრ განსხვავებულ ასოციაციას აღძრავს, არაბულ ღამეებსა თუ ადამსების ოჯახზე.

მაშინ, როცა სტანდარტული პირბადეები სტატიკურად გამოიყურება, ეს ნიღაბი მოძრაობასთან ერთად იცვლის ფორმას.

„ჩვენი სახის გამომეტყველება რთული ამოსაცნობია, როდესაც ერთადერთი, რაც გვიჩანს, თვალებია. ნიღაბს – Le Freak სიკეკლუცე შემოაქვს. ფერი და მოძრაობა წინ და უკან ძალიან მხიარულად გამოიყურება,“- ამბობს კრავტი. 

„როდესაც რაღაც უსაფრთხოდ მიიჩნევა, ის აღარ უნდა იყოს ესთეტიურად, თვალისთვის სასიამოვნო, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ნიღბებს ეხება. მაგრამ შეგიძლია შენი და სხვების განწყობა შეცვალო ნიღბით, რომელიც შენს ემოციებთან არის დაკავშირებული. მაშინაც კი, როცა ჩვენი კარანტინის სტილი ძირითადად სვიტერებსა და სპორტულ შარვლებს ეყრდნობა, როდესაც გარეთ გავალთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამოვეწყოთ, რადგან ეს დროდადრო თავს უკეთ გვაგრძნობინებს.“