ვიდეო თამაშით წარდგენილი კოლექცია – ბალენსიაგას ინიციატივა

Courtesy Balenciaga

კორონავირუსის პანდემიის გამო მოდის კვირეულები ვირტუალურად ტარდება, ფიზიკური ჩვენებები იშვიათად იმართება. შესაბამისად, ბრენდებს უწევთ, სხვადასხვა ხერხით წარადგინონ თავიანთი კოლექციები. Afterworld: The Age of Tomorrow ბალენსიაგას ვიდეო თამაშია, რომელიც დემნა გვასალიას უახლეს კოლექციას წარადგენს.

Courtesy Balenciaga

თამაშის გმირები ბრენდის ტანსაცმელში არიან გამოწყობილნი. ბალენსიაგამ მაყურებელს აჩვენა, თუ როგორი იქნება 2031 წლის ტანსაცმელი.

Courtesy Balenciaga

კოლექცია სავსეა არაერთი ელემენტით, მაგალითად ხელოვნური ბეწვით, აღდგენითი მასალებით, სათვალეებით, პრინტებით, დახეული ჯინსებით, ქურთუკებით. აღსანიშნავია ისიც, რომ თამაში ბრენდის ყველაზე ცნობილი ჩანთის „Motorcycle” განახლებულ ვერსისაც წარმოგვიდგენს.