გუჩის მორიგი ქველმოქმედება პანდემიის წინააღმდეგ

Credits to ROBERTO FINIZIO

მარტში, როდესაც კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო მოიცვა, გუჩიმ 2 მილიონი ევრო გაიღო ადამიანების დასახმარებლად. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ წელზე მეტი გავიდა, პანდემია კვლავ ჩვენ ირგვლივაა და ბრენდიც აგრძელებს შემოწირულობების გაცემას.

იტალიური ბრენდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გუჩი ნახევარ მილიონ აშშ დოლარს გაიღებს იმისთვის, რომ დაეხმაროს UNICEF-ს. დღეს ვაქცინის განაწილება მსოფლიოში დიდ პრობლემას წარმოადგენს, შესაბამისად, ეს თანხა ამ პრობლემის მოგვარებაზე დაიხარჯება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბრენდმა 21 დღიანი გამოწვევა დაანონსა, რომელიც 26 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ამ ყოველივეს მიზანი ის არის, რომ კომპანიის პარტნიორებმა შემოწირულობები გაიღონ ონლაინ პლატფორმის საშუალებით.