ბრენდონ მაქსველის 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია

Photo: Jonas Gustavsson / Courtesy of Brandon Maxwell

ბრენდონ მაქსველი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერია იმის გამო, რომ მის კოლექციებს ყურადღებას ისეთი ვარსკვლავები აქცევენ, როგორებიც არიან ლედი გაგა, მიშელ ობამა, მეგან მარკლი და მრავალი სხვა.

Photo: Jonas Gustavsson / Courtesy of Brandon Maxwell

ბრენდონი ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდა მოდის ჩვენებების მაყურებლების მონაწილეობით ჩატარებას, თუმცა პანდემიის გამო ფორმატში ცვლილებები გარდაუვალი აღმოჩნდა. ონლაინ პლატფორმის, ზუმის საშუალებით მან განაცხადა, რომ ეს წელი ნამდვილად ძნელი იყო მისთვის და იგი ბევრს ფიქრობდა წარსულსა და მის ცხოვრებაზე.

Photo: Jonas Gustavsson / Courtesy of Brandon Maxwell

უახლეს კოლექციაზე არ იყო დამსწრე საზოგადოება, თუმცა მოდელები მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ ეს არ ყოფილიყო შესამჩნევი. დიზაინერმა კოლექციას „Act of Optimism” უწოდა, რადგან მას აქვს იმედი, რომ სულ მალე სიტუაცია სტაბილური იქნება.

კოლექცია გამოირჩეოდა ფერების სიუხვით, დეტალების მრავალფეროვნებით და გამორჩეული ჩანთებით.