ინგლისის დედოფლის გამოფენა საჯაროდ ხელმისაწვდომი ხდება

ბრიტანეთის სამეფო ხელოვნების კოლექციის ნახვა, როგორც წესი, მხოლოდ დედოფლის, ელისაბედ II-ისა და მისი სტუმრების ფუფუნება იყო. ხანდახან, გამონაკლისის სახით მისი დათვალიერება, მცირე ხნით, ხალხსაც შეეძლო.

ახლა რუბენსის, რემბრანდტისა და კანალეტოს ნამუშევრებისთვის საჯარო გამოფენაა მოწყობილი. ნამუშევრები, როგორც წესი, ბუკინგემის სასახლის ნეშის გალერიის კედლებზეა ჩამოკიდებული, თუმცა ახლა ისინი უნდა განახლდეს.

„ჩვენ ნამუშევრები ესესაა გადმოვიტანეთ სასახლიდან აქ, „დედოფლის გალერეაში“, სადაც განათება იდეალურია. ეს სამეფო კოლექციის შედევრების მართლაც თაობაში ერთხელ განხორციელებადი გამოფენა,“ – განაცხადა დედოფლის ნახატების ზედამხედველმა დესმონდ შოუ-ტეილორმა.

„პირველი შემთხვევაა, როდესაც ისინი [ნამუშევრები] ერთად დაიკიდება თანამედროვე გალერეაში“, – დაამატა დამხმარე კურატორმა, იზაბელა მენინგმა.

სამეფო კოლექციის 65 ნამუშევარი „დედოფლის გალერეაში“, ლონდონში, იანვრის ბოლომდე იქნება გამოფენილი.