უჩვეულო პერფორმანსი ნიუ-იორკში

Photo: Courtesy of Marcela Cussolin

ნიუ-იორკში, მედისონის გამზირსა და მე-80 ქუჩაზე ბალერინებმა განსაკუთრებული სანახაობა მოაწყვეს. პერფორმანსმა არამარტო ადგილობრივი მოსახლეობის, არამედ ინტერნეტმომხმარებლების ყურადღებაც მიიპყრო.

Photo: Courtesy of Marcela Cussolin

პერფორმანსი მაღაზიის „LoveShackFancy” ფილიალის გახსნას უკავშირდებოდა. მაღაზიაში შეხვდებით ბავშვთა სამოსს, სახლის აქსესუარებსა და ვინტაჟურ ნივთებს.

Photo: Courtesy of Marcela Cussolin

რაც შეეხება მაღაზიის ინტერიერს, მე-18 საუკუნისთვის დამახასიათებელი სარკეები და მაგიდები დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ვიზიტორზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს პერფორმანსი იმის დასტური იყო, რომ მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, შესაძლებელია, რომ შოუ კვლავ მოეწყოს.

Photo: Courtesy of Marcela Cussolin
Photo: Courtesy of Marcela Cussolin