
მუზეუმი Design Miami არაერთ უჩვეულო ნივთს წარადგენს. 2005 წლის შემდეგ Moore Building-ში განთავსებული ნამუშევრები მუდმივად ყურადღების ცენტრშია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არის შეზღუდვები, თუმცა ჯავშნის საშუალებით ნამუშევრების დათვალიერება კვლავ შესაძლებელია. ფლორიდელებს სხვაგვარადაც შეეძლოთ ნივთების ნახვა ონლაინ პლატფორმების საშუალებით. გთავაზობთ ხუთ შთამბეჭდავ ნივთს გამოფენიდან.
- რობერტო ლუგო

გამოცდილი არტისტი რობერტო ლუგო მისი ექსტრავაგანტული ნამუშევრებით გამოირჩევა. ის ქმნის გამორჩეული ადამიანის პორტრეტებს, თუმცა განსხვავებულ სტილში. ის გვიჩვენებს, თუ რას ნიშნავს, იყო ამერიკელი.
2. ფრიდმენ ბენდა

ფრიდმენ ბენდას შექმნილი ნივთი 1960 წლის კალიფორნიას აგონებს მნახველს, ის იმდენად რეალისტურია, რომ ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად არის მიჩნეული.
3. “Power to the people”

ნამუშევარი 10 ნივთისგან შედგება, მათგან ყველაზე ძველი 1800-იან წლებშია დამზადებული. კოლექცია ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ქვეშაა და ორმაგ მნიშვნელობას იძენს.
4. კეტი სკაუტი

მრავალფეროვანი ნამუშევრის გამო კეტი სკაუტი დიდი პოპულარობით სარგებლობს. უჩვეულო სტილი მაყურებელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.
5. ვირჯილ აბლო

ყველასთვის ცნობილი არტისტი, ვირჯილ აბლომ ამ მუზეუმთანაც ითანამშრომლა და ეს ნამუშევარი შექმნა, რომელიც სხვა არცერთ ნივთს არ ჰგავს.