„სარაჯიშვილი 2021“ – ახალი საახალწლო პროდუქტი ლიმიტირებული რაოდენობით

სარაჯიშვილი აგრძელებს ტრადიციას და ერთგულ მომხმარებლებს კვლავ სთავაზობს ახალი წლისადმი მიძღვნილ განსაკუთრებულ პროდუქტს, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა.

სარაჯიშვილის სახლი საუკუნეზე მეტია აერთიანებს ადამიანებს სიახლისა და სიძველის უნიკალური სინთეზის ირგვლივ. საახალწლო სასაჩუქრე პროდუქტიც ამ ტრადიციის გაგრძელებას წარმოადგენს და საშუალებას გაძლევთ ამაღლებული საახალწლო განწყობის ფონზე დააგემოვნოთ ახალი და უნიკალური გემო „Sarajishvili 2021“.

წლევანდელი ბოთლი იასამნისფერია და ასოცირდება მისტიკასთან, ჯადოსნურობასა და შემოქმედებითობასთან. ბოთლის ფორმა კი უცვლელი – კლასიკურია, იგი გაფორმებულია საახალწლო ელემენტების გრაფიკული ინტერპრეტაციით. მის დიზაინზე არჩილ გოგელია მუშაობდა.

ამ გამორჩეულ საკუპაჟე კომპოზიციაში მონაწილე ყურძნის ქართული ჯიშებისგან დამზადებულ სპირტებს შორის უძველესი 10 წელზე მეტისაა. ჰარმონიულად შეზავებულ ბრენდს მინდვრის ყვავილების და ხილის ჩირის მკვეთრად გამოხატული არომატი აქვს.

პროდუქტის შეძენა უკვე შესაძლებელია სავაჭრო ობიექტებში.