„სამეფო კარის თამაშების“ პრიქველში მთავარ როლს მეტ სმიტი შეასრულებს

Photo Credits to HBO

HBO-მ არხის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის, „სამეფო კარის თამაშების“, პრიქველის მთავარი როლის შემსრულებლები დაასახელა. სერიალი, რომელსაც „დრაკონის სახლი“ ერქმევა, ტარგარიენთა საგვარეულოს ისტორიას მოგვითხრობს.

„დრაკონის სახლში“ მთავარ როლებს ბრიტანელი მსახიობები ოლივია ქუკი, ემა დარსი და მეტ სმიტი ითამაშებენ. ინფორმაცია სერიალის ოფიციალურ გვერდზე 12 დეკემბერს გავრცელდა.

ინგლისურენოვანი ტელემაყურებელი სამივე მსახიობს კარგად იცნობს, თუმცა ჩამოთვლილთაგან ყველაზე პოპულარული მაინც მეტ სმიტია. 38 წლის ინგლისელი მსახიობი HBO-ს სერიალამდე „Doctor Who”-სა და „გვირგვინში“ ასრულებდა მთავარ როლებს.

სერიალის პრემიერა HBO-სა და HBO Max-ზე 2022 წელსაა დაგეგმილი.