ბენქსიმ ბრისტოლში ახალი ნამუშევარი შექმნა

Photo Credits to AFP

პოპულარულმა სტრიტ-არტისტმა ბენქსიმ მშობლიური ქალაქის, ბრისტოლის, ერთ-ერთი სახლის კედელზე ახალი გრაფიტი შეასრულა. ნახატზე მოხუცი ქალია გამოსახული, რომელსაც დაცემინების შემდეგ პირიდან პროთეზი უვარდება. ნამუშევრის ფოტო მხატვარმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

შენობა, რომელზეც ბენქსიმ მოხუცი დახატა, ეილინ მეკინს ეკუთვნის. ბრისტოლელი ქალი სახლის გაყიდვას 300 000 ფუნტად აპირებდა, თუმცა მყიდველებთან მოლაპარაკება დროებით შეწყვიტა. სახლის ფასი, სავარაუდოდ, 4 მილიონ ფუნტამდე აიწევს.

ბენქსისთვის მსოფლიოში აქტუალური თემების კედელზე გადმოტანა უცხო არაა. ანონიმურმა ხელოვანმა უკანასკნელ თვეებში ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში კორონავირუსთან დაკავშირებული სხვა ნახატებიც შექმნა.