ნარჩენი მასალებისგან შექმნილი უნიკალური შენობები

Photo Credits to BUREAU A
Photo Credits to S+PS Architects

ხშირად ფიქრობენ, რომ თუ რომელიმე არქიტექტორული შენობა დაინგრევა რაიმე მიზეზის გამო, ყოველთვის ახლის აშენებაა საჭირო. ეს გასაკვირი არ არის, რადგან უმეტესად ასე ხდება, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც.

არქიტექტორებს, რომლებსაც აქვთ ინსპირაცია, შეუძლიათ, ააშენონ არაერთი ნაგებობა ნარჩენებისგან. ისინი არ ცვლიან დიზაინს სრულად, თუმცა მცირე შესწორებები მაინც ხდება.  გთავაზობთ 7 მსგავს შემთხვევას.

ევროპული საბჭოს შტაბი

Photo Credits to Philippe SAMYN and PARTNERS, architects & engineers

ევროპული საბჭოს ახალი შტაბი ბრიუსელშია, რომელიც გამორჩეული ფასადით იქცევს ყურადღებას. ეს დიზაინი ფილიპ სამიანს ეკუთვნის, ხოლო მასალა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაზიანებული შენობებისგან არის შეგროვებული. ეს ყოველივე ორგანიზაციის ერთ-ერთ მიზანსაც უსვამს ხაზს, ისინი მდგრადი განვითარებისთვის იბრძვიან.

„La Fabrique” ჟენევაში

Photo Credits to BUREAU A

სხვადასხვა ზომის, დიზაინის, ფერის, სტილის და ფორმის ფანჯრები ყველასთვის შთამბეჭდავია. ეს მასალა მიტოვებული შენობებიდან მოიპოვეს. ამ ყოველივეს ერთი სიმბოლური დატვირთვაც აქვს, ის არქიტექტურის საყოველთაო წესებს ეწინააღმდეგება, რადგან შეიძლება, სწორედ გამოუსადეგარი მასალა აღმოჩნდეს ყველაზე შესაფერისი.

კამიკაცის საჯარო სახლი

Photo Credits to Hiroshi Nakamura & NAP

ეს არქიტექტორული ნიმუში იაპონიის ერთ-ერთ ქალაქში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ თითქოს გამოუსადეგარი ნივთებისგან შექმნილი შენობა ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა.

„Strijps Bultje” ჰოლანდიაში

Photo Credits to Piet Hein Eek

პიტ ჰეინ ეკმა შექმნა გალერეა ქალაქის ცენტრში, რათა ადგილობრივ არტისტებს მიეცეთ საშუალება, რომ ნამუშევრები ფართო აუდიტორიას გააცნონ. მდგრადი განვითარებისთვის ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს არქიტექტორისთვის.

ვეგან ჰაუსი

Photo Credits to Block Architects

ვიეტნამში მდებარე შენობა დიდ ყურადღებას იქცევს მისი უჩვეულო დიზაინის გამო. მასალები მეგობრებმა შეაგროვეს და ამით დაზოგეს ხარჯები. მიუხედავად ამ მცირე რესურსებისა, შედეგი მაინც შთამბეჭდავია.

„Glass Chapel” აშშ-ში

Photo Credits to Rural Studio

ნამუშევარი ერთ-ერთია იმ ნაშრომებიდან, რომლებიც აუბურნის უნივერსიტეტის სტუდიამ შექმნა ადგილობრივი თემებისთვის, რომლებსაც, სამწუხაროდ, არ აქვთ მაღალი შემოსავალი. იმის გამო, რომ არქიტექტორებს არ ჰქონდათ დაფინანსება და რესურსები, მათ უფასო და ნარჩენი მასალები გამოიყენეს. ახლა კი ტურისტები ხშირად ამ შენობის გამო სტუმრობენ ქალაქს.

კოლეჯის სახლი ინდოეთში

Photo Credits to S+PS Architects

იმის გამო, რომ არქიტექტორებს არ ჰქონდათ შესაბამისი დაფინანსება და რესურსი, მათ გადაწყვიტეს, ის მასალა გამოეყენებინათ, რომელსაც ადვილად და მცირე სახსრებით მოიპოვებდნენ, მაგრამ მათი ნამუშევარი დღეს დიდ ყურადღებას იქცევს მისი უნიკალური სტილის გამო.