ალექსანდრ მაკქუინის უახლესი კოლექცია

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი ყველა სფეროს შეეხო, დიზაინერები მაინც ცდილობენ, რომ წარადგინონ თავიანთი კოლექციები სხვადასხვა საშუალებით. გამონაკლისი არ არის სარა ბარტონი, რომელმაც 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა ალექსანდრ მაკქუინის ბრენდის სახელით.

Photo: Courtesy of Alexander McQueen

კოლექციის წარდგენამდე სარა ბარტონმა გააზიარა კლიპი, რომელიც ჯონათან გლაზერმა შექმნა. დიზაინერმა ხაზი გაუსვა სილუეტის მნიშვნელობას და კოლექცია ამით გამოირჩეოდა.

აღსანიშნავია ის, რომ ბარტონმა შეიკავა თავი, აქსესუარები გამოეყენებინა. მანვე აღნიშნა, რომ ეს რესურსების ნაკლებობით იყო გამოწვეული. როგორც ჩანს, მისი ინსპირაციის წყარო მოდის სახლის ძველი კოლექციები იყო. ის ეცადა ძველი ნივთები სხვანაირად წარმოედგინა. მან აღნიშნა, რომ ექსპერიმენტები ძალიან მოსწონს და ფიქრობს, რომ ამის გარეშე რაიმე ახლის შექმნა შეუძლებელია.

Photo: Courtesy of Alexander McQueen
Photo: Courtesy of Alexander McQueen
Photo: Courtesy of Alexander McQueen